,,რაჟამს წილ იგდეს მოციქულთა“ საქადაგებლად, ღვთისმშობელს ივერიის მოქცევა ხვდა წილად, მაგრამ, რადგან მისი მიცვალების ჟამი მოახლოებული იყო, ძე ღვთისამ უბრძანა, იერუსალიმში დარჩენილიყო, საქართველოში კი ანდრია პირველწოდებული გაეგზავნა თავისი ხელთუქმნელი ხატით. ყოვლადწმიდა ქალწულმა მოუწოდა წმიდანს და ღვთის ნება აუწყა, შემდეგ ფიცარი მოითხოვა, „დაიბანა პირი და დაიდვა პირსა ზედა თვისსა“. ფიცარზე ღვთისმშობელი გამოისახა ყრმა იესოთი. ეს სიწმიდე ზეციურმა დედოფალმა ანდრიას გადასცა
აწყურის ღვისმშობლის ხატით იქადაგა საქართველოში ანდრია პირველწოდებულმა ქრისტიანობა. აქედან იწყება საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია.ანდრიამ დაარსა პირველი საეპისკოპოსო კათედრა აწყურში. სწორედ ამიტომ საქართველოს წმიდა მართლმადიდებელ ეკლესიას ეწოდება სამოციქულო და არის ავტოკეფალური ანუ დამოუკიდებელ
ქრისტესთვის სიკვდილის მაძიებელი
მეფეთა მეფე ახოვანი
ვახტანგ გორგასალი
(საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია)
მაცხოვრის საფლავის წინაშე მხურვალედ ლოცულობდა დიდებული მეფე ვახტანგი. ევედრებოდა ზეციურ მამას ქაერთველი ერისა და ეკლესიის დამოუკიდებლობას. ჩვენი მხნე და დაუღალავი მეფე ერთსა და იმავე დროს ეკლესიებსა და მონასტრებს აშენებდა და სწავლის მოფენაზეც ზრუნავდა. ყოველს მონასტერთან, ეკლესიასთან მართავდა სკოლას, სადაც ასწავლიდნენ წერა-კითხვას, საღმრთო წერილს, საქართველოს ისტორიას და ზოგს უცხო ენასაცა. ამასთან, ცდილობდა, რომ ჩვენს ენაზე გადმოთარგმნილი ყოფილიყო უკეთესად და უნაკლოდ დაბადება, სახარება და ყველა საეკლესიო წიგნი.
დიდებული ტაძარი სვეტიცხოველისა მცხეთაში აგრეთვე აშენებულია ვახტანგის მიერ. დიდი მხნეობა, დაუღალავი შრომა და აუარებელი ხარჯი იყო საჭირო ტაძრის აშენებისათვის, და ყველა ამას სძლია ვახტანგმა და თავისი სიკვდილის შემდეგ საქართველოს დაუტოვა უდიდებულესი საღმრთო შენობა.
საქართველოში პირველ კათალიკოსად მეფე ვახტანგის ლოცვითა და ღვაწლით ხელდასხმულ იქნა პეტრე.
მეფის ორიენტაცია ასეთი იყო:მართლმადიდებელ საბერძნეთთან თანასწორუფლებიანი კავშირი, ქვეყნისა და ეკლესიის განუყოფლობა.
მეფემ შთამომავლობას ანდერძად დაუტოვა ,,ეძიებდეთ ქრისტესთვის სიკვდილს ...რათა წარუვალი დიდება მოიპოვოთ”
ქართული ეკლესიის ავტოკეფალია ერის დიდი ღირსებაა...
წმიდა გიორგი მთაწმინდელის ღვაწლი...
წმიდა გიორგი მთაწმინდელი დაიბადა 1009 წელს თრიალეთში, ღვთისმოსავი ქრისტიანების ცნობილი სახელმწიფო მოღვაწეების იაკობისა და მარიამის ოჯახში.
შვიდ წლამდე გიორგი დედ-მამასთან იზრდებოდა. „და იყო იგი სიყრმითგან სავსე შიშითა და სიყუარულითა ღმრთისაჲთა“.
ოცდახუთი წლისა ხახულის მონასტერში მივიდა და მონაზვნად აღიკვეცა.მალე გიორგიმ მონასტერი ფარულად დატოვა და გლახაკის ძონძებში გადაცმული იერუსალიმისაკენ გაემართა.გაჭირვე]ით მიაღწია შავ მთას , სადაც იმ დროს უამრავი ეკლესია-მონასტრები იყო. აქ შეხვდა ქართველ ბერს გიორგი დაყუდებულს და მას დაემოწაფა სამი წელი დაჰყო მასთან.მამა გიორგი დაყუდებულმა აკურთხა გიორგი მთაწმინდელი წასულიყო ათონის მთაზე და ბერძნულიდან ეთარგმნა ქართულად საღმრთო წიგნები.
შვიდ წლამდე გიორგი დედ-მამასთან იზრდებოდა. „და იყო იგი სიყრმითგან სავსე შიშითა და სიყუარულითა ღმრთისაჲთა“.
ოცდახუთი წლისა ხახულის მონასტერში მივიდა და მონაზვნად აღიკვეცა.მალე გიორგიმ მონასტერი ფარულად დატოვა და გლახაკის ძონძებში გადაცმული იერუსალიმისაკენ გაემართა.გაჭირვე]ით მიაღწია შავ მთას , სადაც იმ დროს უამრავი ეკლესია-მონასტრები იყო. აქ შეხვდა ქართველ ბერს გიორგი დაყუდებულს და მას დაემოწაფა სამი წელი დაჰყო მასთან.მამა გიორგი დაყუდებულმა აკურთხა გიორგი მთაწმინდელი წასულიყო ათონის მთაზე და ბერძნულიდან ეთარგმნა ქართულად საღმრთო წიგნები.
მაგრამ წიგნების თარგმნის ნაცვლად ივერონის მონასტერში მძიმე სამუშაოს მიჰყო ხელი.ეს რომ მისმა მოძღვარმა გაიგო ათონის მთაზე მისი გამგზავრების მიზანი შეახსენა და საყვედურიც შეუთვალა .წმიდაგიორგი მთაწმიდელმა პატიება ითხოვა და მისი კურთხევა მოწიწებით მიიღო. ცოტახანში საძმოს წინამძღვარიც გახდა, კიდევ უფრო გააძლიერა ივერონის მონასტერი და ქართული სულიერების კულტურის მძლავრ კერად აქცია.
შურით აღცსილმა ბერძენმა ბერებმა ქართველ წმიდა მამას ანტიოქიის პატრიარქთან ცილი დასწამეს:ჩვენ არ ვიცით რა სარწმუნოება აქვს და თავს ქართველს უწოდებსო.
პატრიარქმა დაიბარა ბერძნულად ბრწყინვალედ მოლაპარაკე მამა გიორგი მთაწმინდელი,ისეთი სიბძნით დაიცვა თავისი ქვეყანის ეკლესია და სარწმუნოება, რომ მსმენელები გააკვირვა.
ანტიოქიის პატრიარქი საქართველოს ეკლესიის მორჩილებას ითხობდა და სწორედ მაშინ გამართულ ცხარე კამათში ბრწყინვალედ დაიცვა ქართული ეკლესიის ავტოკეფალია და უპასუხა:
-
.
No comments:
Post a Comment